შს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთაწმინდის ფერდზე
ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას
ავრცელებს.
განცხადების თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მყისიერად
მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის
სამუშაოები. ხანძრის კერის ოთხივე მხრიდან მოხდა მეხანძრე-მაშველების
მობილიზება, ცეცხლის გავრცელების საფრთხის მოხსნა და შემდგომ
ლიკვიდაცია.
„რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული
იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
ხმელ ბალახზე და ეკალ-ბარდზე გავრცელებული ხანძრის ქრობაში ჩართული
იყო მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა, სპეც-ტექნიკა და დრონები.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა”, - ნათქვამია
ინფორმაციაში.