ხულდარაში ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვაა
7 ივლისს დაახლოებით 16:30 საათზე სოფელ ხულდარაში ბოსელში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა იყო. დაზარალებული ქამანდარ ხუდიევი აცხადებს, რომ 220 კვ/მ ნაკვეთი სრუილად დაიწვა.

„მინიმუმ 70-80 000 ლარის ზარალია. იქ 1500 ცალი თივა იყო, 4 ტონა საკვები და ქვემოთ სამშენებლო მასალები იდო. ნაკვეთის სიგანე 35 მეტრია, ყველაფერი უვარგის მდგომარეობაშია. ხანძარი 7-8 საათი გაგრძელდა. მარნეულის და
კოდას მეხანძრეები საათ ნახევრის მერე მოვიდნენ. ღამეს პირველისნახევრამდე აქ იყვნენ. ბოსელის ერთი მხარე რკინით იყო შემოსაზღვრული, ისიც დაიწვა."

მისი თქმით გამგეობის წარმომადგენელი, პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები ადგილზე მოვიდნენ.

სოფლის მკვიდრებმა საქონელი დროულად გამოიყვანეს ბოსლიდან.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Qısaqapanma Yanğın
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები