საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, გადაკვეთის მცდელობის,
ყალბი საბუთების გამოყენებისა
და ამ ყველაფრის ორგანიზების ბრალდებით თურქეთის 4 მოქალაქე დააკავეს.
ოპერატიულ ღონისძიებაში პოლიციასთან ერთად საბაჟო დეპარტამენტის
თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
– 1982 წელს დაბადებული ა.დ თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო
ავტომანქანით , ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: 1993 წელს
დაბადებული ი.ო -ს და 1999 წელს დაბადებული
ქ. ჰ.-ს სასაზღვრო
საკონტროლო-გამტარი პუნქტის “სარფის” გვერდის ავლით, საქართველოს
ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოყვანას ცდილობდა. პოლიციამ სამივე მათგანი
საზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთის
რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული დ.-ი.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში იმ
დროს დააკავეს, როდესაც ის ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს
დატოვებას ცდილობდა”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ
გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8 წლამდე თავისუფლების
აღკვეთა ემუქრებათ.