თბილისში, იუსტიციის სამინისტროს შენობის ეზოში, ახალგაზრდა ქალის
ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 27 აგვისტოს მოხდა, თუმცა
მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი.
30 წლამდე ქალი სამინისტროს თანამშრომელია. ერთ-ერთი ვერსიით, იგი
სამინისტროს შენობიდან გადმოვარდა.
„იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
სამინისტროს თანამშრომლის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით
და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და
თანამშრომლებს“, - წერია იუსტიციის სამინისტროს
განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე
მიყვანის მუხლით. სწორედ ამ მუხლით იწყება ხოლმე გამოძიება, როცა
საწყის ეტაპზე არ იკვეთება დანაშაულის კვალი.