მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდის
მახლობლად შუახნჯს ასაკის კაცის ცხედარი იპოვეს.
"ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გარდაცვლილის
ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ კაცი მოკლეს.
რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ
საქმესთან დაკავშირებით გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შუახნის ასაკის კაცს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ. რადიო "მარნეულის"
ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება დამწვრობები და ხელები
აქვს მოჭრილი.
რადიო "მარნეული"