შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, დიდ დიღომში კაცი
დაჭრეს.
უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით 1966 წელს დაბადებული ა.ჯ.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო წარსულში
ნასამართლევი პირები: 1969 წელს დაბადებული თ.ზ. და 1993 წელს
დაბადებული ბ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს,
ბრალდებულმა ა.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თბილისში, დიდ
დიღომში, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1993 წელს
დაბადებულ გ.ჯ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი
საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება
უტარდება. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ა.ჯ
ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დაჭრის
ფაქტს შეესწრნენ – ბ.ჯ. და თ.ზ., თუმცა მათ პოლიციას მომხდარი
დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს“, – წერია
განცხადებაში.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 19-108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ
მკვლელობის მცდელობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.