ბათუმში პარკირების გამო კაცი დაჭრეს
ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, პარკირების მიზეზით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის კაცმა ერთი ადამიანი დაჭრა. „ბათუმელების“ ცნობით, კაცს ჭრილობა დანით, ფეხის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს დაჭრის ფაქტს. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს
სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123