რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს
ორი
ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც 50 წლამდე კაცი დაშავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში"
გადაიყვანა.
როგორც სამედიცინო ცენტრში განგვიცხადეს, პაციენტს წვივის მრავლობითი
მოტეხილობა აღენიშნება და ოპერაციას გაუკეთებენ.