ყიზილაჯლოში სამშენებლო მასალების მაღაზიას ხელყუმბარა ესროლეს
16:20 / 01.10.2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სამშენებლო მასალების
მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს.
შემთხვევა 1 ოქტომბერს, დაახლოებით, ღამის 4 საათზე მოხდა.
რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით ხელყუმბარა მაღაზიის წინ დაწყობილ ხის
მასალაში ჩავარდა და აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე უცნობია თუ რა მოტივით ესროლეს სამშენებლო მაღაზიას
ხელყუმბარა. ამჟამად ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფია
მობილიზებული. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.