საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად კვეთის ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები