"ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიმავალი მიკროავტობუსი ავტოავარიაში მოჰყვა - დაშავდა ოთხი მგზავრი
მიკროავტობუსი, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციაზე კახეთიდან თბილისში მოქალაქეები მიჰყავდა, ავტოავარიაში მოჰყვა. შემთხვევა გომბორის გზაზე მოხდა დაშავდა ოთხი მგზავრი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

მიმღები განყოფილების ხელმძღვანელმა ანა დალაქიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამი დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ კლინიკიდან, სავარაუდოდ, მალე გაწერენ, ერთს კი მოტეხილობა აღენიშნება.

„ვისაც მოტეხილობა აქვს მას შევთავაზეთ ოპერაციის გაკეთება, თუმცა თავად ჯერ თავს იკავებს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ჯერ ვერ გეტყვით. დანარჩენ სამს ალბათ მალე გავწერთ, კვლევის პასუხებს ახლა ველოდებით" - თქვა ანა დალაქიშვილმა.

მიკროავტობუსს რომელიც ავარიაში მოჰყვა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოდან აქციაზე დასასწრებად ადგილობრივები მიჰყავდა. ტრანსპორტში 15-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: radiotavisupleba.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები