თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი პირი
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც
კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 117-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები