დღეს, 30 დეკემბერს, საღამოს საათებში, მარნეული-ბოლნისის გზაზე
ავტომობილი ორ არასრულწლოვანს დაეჯახა.
რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, 16 წლის ბიჭი ადგილზე ხოლო 17 წლის
ბიჭი "ავერსის" კლინიკაში გადაყვანის შემსეგ გარდაიცვალა.
რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისული
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანა მოსახლეობამ ამოატრიალა,
რადგან ექიმები პირველად დახმარებას იმ მანქანის
მძღოლს უწევდნენ,
რომელიც არასრულწლოვნებს დაეჯახა.
დაშავებული სასწრაფოს თანამშრომლები ბოლნისში გადაიყვანეს.
ამ წუთებში მოქალაქეები ავერსის კლინიკასთან არიან შეკრებილი. რადიო
"მარნეულს" ადგილიდან აწვდიან ინფორმაციას, რომ შეკრებილები
აგრესიულად არიან განწყობილი და ჩაამტვრიეს სამედიცინო დაწესებულების
ფანჯრები.