ბოლნისში ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალებას
დაპირისპირება მოჰყვა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ნახიდურში მოხდა. შემთხვევის
თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდებს
დაეჯახა. 16 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 17 წლის ბიჭი
მარნეულში "ავერსის" კლინიკაში გადაყვანისას.
24News.ge-თან საუბრისას სოფელ ნახიდურის მოსახლეობია ამბიბს, რომ
ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მანქანის მძღოლი შეურაცხმყოფელად
იქცეოდა. ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარებას დიდ ხანს ელოდნენ, მათი
მოსვლის
შემდეგ კი ექიმებმა პირველადი დახმარება მანქანის მძღოლსაც
გაუწიეს.
რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, ფაქტით გაღიზიანებულმა ნახიდურელებმა
სასწრაფო დახმარების მანქნა ამოაყირავეს და მძღოლს, რომელიც ქვეითებს
დარჯახა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოსახლეობის ნაწილი მარნეულში "ავერსის" კლინიკასთანაც შეიკრიბა.
კლინიკის მიმღებში ჩაამსხვრიეს მინები და ფანჯრები.
ნახიდურში განვითარებული მოვლენების გამო ადგილზე მობილიზებული იყო
ათობით პოლიციელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
თანამშრომლები.