მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლი დააკავეს
სოფელ ნახიდურში მომხდარი ავარიის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. შსს-ს განცხადების მიხედვით, დაკავებულია ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ.


"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით
დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს"
- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში


ბოლნისში ავარიის შედეგად ორი არასრულწლოვნის გარდაცვალებას დაპირისპირება მოჰყვა.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ნახიდურში მოხდა. შემთხვევის თვითმხილველების თქმით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდებს დაეჯახა. 16 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 17 წლის ბიჭი მარნეულში "ავერსის" კლინიკაში გადაყვანისას.

24News.ge-თან საუბრისას სოფელ ნახიდურის მოსახლეობია ამბიბს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მანქანის მძღოლი შეურაცხმყოფელად იქცეოდა. ამბობენ, რომ სასწრაფო დახმარებას დიდ ხანს ელოდნენ, მათი მოსვლის შემდეგ კი ექიმებმა პირველადი დახმარება მანქანის მძღოლსაც გაუწიეს.

რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, ფაქტით გაღიზიანებულმა ნახიდურელებმა სასწრაფო დახმარების მანქნა ამოაყირავეს და მძღოლს, რომელიც ქვეითებს დარჯახა, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოსახლეობის ნაწილი მარნეულში "ავერსის" კლინიკასთანაც შეიკრიბნენ. კლინიკის მიმღებში ჩაამსხვრიეს მინები და ფანჯრები.

ნახიდურში განვითარებული მოვლენების გამო ადგილზე მობილიზებული იყო ათობით პოლიციელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები