სოფელ კაბალში კაცის ცხედარი იპოვეს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ახალი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მთავარი არხის ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ  კაცი მესაფლავედ მუშაობდა და სავარაუდოდ მოკლულია.

მათი ცნობით, გარდაცვლილს რამდენიმე თვის წინ კონფლიქტი ჰქონდა სოფლის მოსახლეობის ნაწილთან, რის შემდეგაც გაუჩინარდა. მისი ოჯახი ამ დრომდე დაკარგულს
ეძებდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა იპოვეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ჯერ-ჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები