როგორც ტვ პირველი წერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
სოფელ კაბალში, 39 წლის
მურთუზ რუსტამოვის ცხედარი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, ცხედარი დანაწევრებული და სოფლის სასაფლაოს
მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დატოვებული.
რუსტამოვის ამოცნობაში მისი ოჯახის წევრებმა მიიღეს
მონაწილეობა.
ოჯახი ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის შედეგებს, რათა გაირკვეს
მკვლელობის ზუსტი თარიღი და იარაღი.
მნიშვნელოვანი დეტალი მოკლული მწყემსის
ტელეფონია.
დანაწევრებული სხეულის პოვნამდე, სოფლის
სასაფლაოზე რუსტამოვის
ტელეფონი და პირადობის მოწმობა იპოვეს. ოჯახის წევრების თქმით,
ტელეფონში აღმოჩენილია გაუჩინარების ღამეს მიღებული რამდენიმე ზარი.
ეს აჩენს ეჭვს, რომ მწყემსი სახლიდან საღამოს საათებში წინასწარ
დაგეგმილი მკვლელობის მოტივით გაიყვანეს.
ოჯახი მურთუზ რუსტამოვს ოთხი თვის განმავლობაში
ეძებდა.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნის
ოპერაცია უშედეგო იყო, და გამოძიება უმოქმედოდაა. მათი თქმით,
სამძებრო სამუშაოები არასაკმარისად და არასათანადოდ შესრულდა.
გამოძიება გრძელდება, თუმცა პასუხები ჯერჯერობით არ
არის.
ადგილობრივები და ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდებიან, რათა გაირკვეს
მკვლელობის მოტივი და დამნაშავეების ვინაობა.