თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, ღამით სროლა იყო. უმისამართო ტყვია
საცხოვრებელ კორპუსში შევარდა.
ადგილობრივებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს — სავარაუდოდ,
რესტორნიდან და ტყვია საცხოვრებელი კორპუსის მე-14 და მე-16
სართულებზე შევარდა.
არავინ დაშავებულა.
“გავიგეთ ხუთჯერ გასროლის ხმა. ჩვენ ვცხოვრობთ
ბელიაშვილზე, „წისქვილის“ და „თეატრის“ რესტორნების პირდაპირ.
ვცხოვრობთ მე-16 სართულზე. სამზარეულოში მოხვდა ტყვია და ჩვენ
მისაღებში ვიყავით. თავიდან ფეიერვერკის ხმა გვეგონა, მაგრამ მეხუთე
გასროლის ხმა არ იყო, საშინელი მსხვრევის ხმა იყო“, —
განუცხადა „ფორმულას“ მოქალაქემ, რომლის სამზარეულოსაც ტყვია
მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც
ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას
გულისხმობს.