გორში, 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე შიდა ქართლის პოლიციამ
ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის
ბრალდებით 1 პირი (ოჯახის წევრი) ცხელ კვალზე დააკავა - არსებული
ინფორმაციით, დაკავებული მოკლულის შვილიშვილია.
ცნობისთვის გუშინ, 10 მარტს, გორში 80
წლამდე მამაკაცი მოკლეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი
განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის
"კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.