ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო
ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე
ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მის მფლობელობაში
არსებული კომპანიის სახელით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა დღგ-ს
ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეიტანა ფიქტიური მონაცემები
რეალიზებულ საქონელთან დაკავშირებით, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლა
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში - 639 684 ლარს.
"დღგ-ს ყალბი
დეკლარაციების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო
ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე,
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში, ბრალდებულმა, მის
მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით, შემოსავლების სამსახურში
წარადგინა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა
ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც,
მან კომპანიას შეუქმნა დღგ-ს ყალბი აქტივი. დადგენილია, რომ აღნიშნული
დანაშაულებრივი ქმედებით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო
ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში - 639 684 ლარს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე
მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული
ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე
სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით". - ნათქვამია
განცხადებაში.