შსს: კახეთში კანაფის კულტივირებისთვის 3 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან - 1995 წელს დაბადებული მ.ი. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული მ.ზ. და 1978 წელს დაბადებული ფ.ნ.

დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის
ბრალდებით დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლებიდან და სპეციალურად მოწყობილი სათბურებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მცენარე "კანაფი" ამოიღეს"
- წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები