სადგურის მოედანთან კაცი მოკლეს
თბილისში, სადგურის მოედანთან დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც „ნეტგაზეთს“ შინაგან
საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კაცი მიყენებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები