ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი
ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო
მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში,
გაასაღეს საერთო ჯამში 188 900 აშშ დოლარის ოდენობის 1 889 ცალი ყალბი
100-დოლარიანი კუპიურა.
„საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ყალბი კუპიურები
სრულად იქნა ამოღებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით,
რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან
10-წლამდე ვადით.