შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სარფის
სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე
ჩატარებული სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ კვეთის ბრალდებით
დააკავა.
არსებული ინფორმაციით, 1991 წელს დაბადებული ა.ფ, 1996 წელს
დაბადებული პ.ტ, 1991 წელს დაბადებული ს.ტ, 2002 წელს დაბადებული კ.ჰ
და 1994 წელს დაბადებული ა.ა. სარფის სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი
პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდნენ
საქართველოდან თურქეთის
მიმართულებით საქართველოს საზღვრის გადაკვეთას.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე
მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას
გულისხმობს და 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.