შსს: სარფის გამშვებ პუნქტზე დიდი ოდენობით მეტადონი აღმოაჩინეს – დააკავეს უკრაინის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე 1992 წელს დაბადებული ვ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტი "სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება
"მეთადონი“ აღმოაჩინეს.

პოლიციამ ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა"
- წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები