შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით
4 პირი დააკავეს.
"დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე,
ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას
უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის
უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში
ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი, 2003 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1978
წელს დაბადებული კ.კ., რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1981 წელს
დაბადებული გ.კ. და
იორდანიის მოქალაქე 2003 წელს დაბადებული ო.ა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების
ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა
სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ
შორის: "კოკაინი“, "მდმა“, "ლიზერგიდი“, ფსიქოტროპული ნივთიერებები და
"მარიხუანა" ამოიღეს. ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი
მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან
ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე
კანაფი" - წერია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე,
18-260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.