ებრაული გამოცემა Ynet იუწყება, რომ ბენ გურიონის აეროპორტის
სასაზღვრო სამსახურმა ამ კვირაში საქართველოს
8 მოქალაქის ისრაელში უკანონო შესვლის მცდელობა აღკვეთა.
რვა ცალკეულ შემთხვევაში, 40-50 წლის ასაკის 4 მამაკაცი და 4 ქალი
დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი ისრაელის პასპორტებით ქვეყანაში
შესვლას ცდილობდნენ.
გამოცემის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში
სხვადასხვა რეისით ჩაფრინდნენ, უკვე დეპორტირებულნი არიან.