საქართველოს პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე
გიორგი ჯამდელიანის
განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის განცხადების მიხედვით, გამოძიება დაწყებულია სისხლის
სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლის საფუძველზე, რაც განძრახ
მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.
"
საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით
გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი
ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი
განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს,
გამოძიება დაიწყო.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედებები." - აღნიშნულია პროკურატურის
განცხადებაში
დღეს, 8 ივნისს, მეუფე
გიორგი
ჯამდელიანმა წირვისას განაცხადა, საქართველოს მთავრობის წევრი მის
მკვლელობას გეგმავდა. მეუფის განმარტებით, მაღქლჩინოსანთან ერთად
მუშაობდა მონაზონი, რომელსაც მეუფის მოწამვლა ჰქონდა დავალებული.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი არ ასახელებს მაღალჩინოსნის
ვინაობას, მაგრამ განმარტავს, რომ მას უკვე გაუსწორდნენ ფიზიკურად,
რის შემდეგაც მარნეულიდან საკუთარი დაცვის თანხლებით გაიქცა.