მარიხუანას შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების ბრალდებით 1 პირი დააკავეს (VIDEO)
11:54 / 01.07.2025
სამართალდამცველებმა მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების
მომზადების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული შ.ნ. დააკავეს.
მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი
და ავტომობილის ჩხრეკისას, 23 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული
საშუალება მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შემდგომში გასაღების მიზნით,
ნარკოტიკულ საშუალებას სხვადასხვა ადგილზე ათავსებდა, ფოტოებს უღებდა,
შემდეგ კი შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით, ნარკოტიკული
საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან 6
შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად,
ასევე, ამოღებულია ელექტროსასწორი" - აცხადებს შსს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე ტერცია და
273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.