ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა – შსს-მ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებული ზ.ჰ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, საქმე ეხება გუშინ თბილისში მომხდარ ურთიერთშელაპარაკების შემთხვევას, როდესაც ბრალდებულმა ცივი იარაღით მამაკაცს გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1 ივლისს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1982 წელს დაბადებული. რ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა" - წერია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები