ისანში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეზობელი
დაპირისპირების შედეგად მოკლა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, კონფლიქტი პარკინგის ადგილის გამო
მოხდა.
როგორც ინტერპრესნიუსი წერს, ფიზიკური დაზიანებები აქვს ბრალდებულსაც
- ის კლინიკაში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას
გულისხმობს.