შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთში ჯგუფური ძალადობის
ორგანიზების, ჯგუფური ძალადობისა
და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტებზე 8 პირი
დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს
მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 1970 წელს დაბადებულ
გ.გ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს.
„ამავე დაპირისპირებისას ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლით დაჭრეს 1994 წელს დაბადებული ა.გ და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს,
სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა“, –
წერია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული შ.მ., 1985
წელს დაბადებული გ.ო., 1981 წელს დაბადებული ზ.ღ., 1997 წელს
დაბადებული ბ.ტ., 1986 წელს დაბადებული მ.მ., 1990 წელს დაბადებული
რ.მ. და წარსულში ნასამართლევები: 1988 წელს დაბადებული ვ.ს., ასევე,
1976 წელს დაბადებული შ.შ.
დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 225-ე და 117-ე მუხლებით
მიმდინარეობს.