ამოღებულია მეტადონი, კანაფი და უკანონო იარაღი – შსს-მ ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

"დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - შენახვის ფაქტებზე დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.ქ. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ფ.გ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ლ.ქ. - ს პირადი, საცხოვრებელი ბინის, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი“, დიდი ოდენობით მცენარე "კანაფი“, "მარიხუანა“ და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.
ფ.გ. - ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“"
- წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით, 18-260 -ე ტერცია მუხლით, 19-260-ე ტერცია მუხლით, 265-ე მუხლით, 273-ე პრიმა მუხლითა და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები