სურსათის ეროვნული სააგენტო ატმის შეღებვის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ, სადაც ატმის ხელოვნურად შეღებვის ფაქტია ასახული, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული შემთხვევა „სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას“ წარმოადგენს და დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. ამის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უკვე წერილობით მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ღებავენ ატამს პულივიზატორით, რათა მას უფრო მწიფე შეფერილობა მიანიჭონ. ვიდეოში ისმის დიალოგი გა

დამღებსა და ატმის მღებავ პიროვნებას შორის:

„- ხეზე ვერ ასწრებს დამწიფებას, ბაზარს რაოდენობა სჭირდება. მკვახე დაკრიფა, და როგორ ამწიფებს.“


„- ქალაქელებს მეტი არ უნდათ.“

სურსათის ეროვნული სააგენტო ხაზს უსვამს, რომ ისინი მუდმივად ამოწმებენ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს. მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად.

სააგენტო აცხადებს, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგები და აღმოჩენილი შეუსაბამობების შესახებ ინფორმაცია საჯაროვდება და ხელმისაწვდომია მათ ოფიციალურ ვებგვერდზე: nfa.gov.ge

ყდის ფოტო: გავრცელებული ვიდეოდან სქრინშოტი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები