ამოღებულია 336 აბი "სუბოტექსი" – შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ლ.ა. და 1972 წელს დაბადებული გ.ჭ. დააკავეს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდებულები საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდნენ.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ლ.ა.-ს თანნაქონი მცირე ზომის ჩანთიდან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ხოლო გ.ჭ.-სგან

ამოღებულია 336 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი", რომელიც ბრალდებულმა საქართველოში სხეულით შემოიტანა.

პოლიციამ ორივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა". -
ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.


წყარო: ტაბულა

დღეს მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესია.
ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის საქმე — ეს არის პროცესი, რომელიც გვეკითხება:
დარჩა თუ არა ამ ქვეყანაში ადამიანის ღირსების დაცვის შესაძლებლობა?
არსებობს თუ არა დღეს სიტყვის თავისუფლება, თუ სასამართლო საბოლოოდ გახდა სისტემის მსახური?

მზია ამაღლობელი არის ის ზღვარი, რომელიც ჯერ კიდევ გვაძლევს შესაძლებლობას მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია — ისეთ დროს, როცა ეს სულ უფრო რთულდება.
მზია არის ინფორმირების უფლება, არჩევანის თავისუფლება.
ინფორმირებული ადამიანი — ნიშნავს თავისუფალ არჩევანს.
თავისუფალი არჩევანი კი არის მთავარი უფლება, რაც ადამიანს ღირსეულად ცხოვრების საშუალებას აძლევს.

სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს.
თავისუფლება მედიას — რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით დგას, კორუმპირებული სისტემის წინააღმდეგ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები