გარდაბანში მამაკაცი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული ე.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ე.გ.-მ თანასოფლელს, 1994 წელს დაბადებულ ჯ.ი.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ

ე.გ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები