მიგრაციის დეპარტამენტმა აგვისტოში საქართველოდან 100 უცხოელი გააძევა - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტმა გასული თვის მანძილზე, საქართველოდან უცხო ქვეყნის 100 მოქალაქე გააძევა.

"აგვისტოს თვეში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ერაყის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, სირიის, პაკისტანის, რუსეთის,

კენიის, ლიბანის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ლიეტუვის, ნიგერიის, სომხეთის, ჩინეთისა და ყირგიზეთის - ჯამში 100 მოქალაქე. მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მათგანს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდა"
- წერს შსს.


წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები