შსს-ს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე 16 პირი დააკავეს
შსს-ს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე, ადმინისტრაციული წესით, 16 პირი დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს

შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება“,-
ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულებს შორის არიან აქტივისტები თათია აფრიამაშვილი, ალბი კორძაია, შუშანა მაცაბერიძე. დემონსტრანტები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი წინა მხარეს გადმოინაცვლეს და რუსთაველის გადაკეტვა სცადეს.

წყარო: პუბლიკა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები