შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიაში 2007 წელს
დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.ჩ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთში
უკანონოდ შეაღწია ყვავილების ერთ-ერთ მაღაზიაში, მართლსაწინააღმდეგოდ
დაეუფლა 30 000 ლარამდე ოდენობის თანხას და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.
ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად
ამოიღო ქურდობის შედეგად დაუფლებული თანხა" - წერია
უწყების განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
177-ე მუხლით მიმდინარეობს.