ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, კახეთში
კომერციული მოსყიდვისა
და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად რეცეპტის დამზადება-გასაღების
ფაქტზე ერთ-ერთი კლინიკის დირექტორი კლინიკის დირექტორის
დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მუშაობდა კახეთის
რეგიონში მოქმედი კერძო "ფსიქო-დიაგნოსტიკის და ფსიქო-კორექციის
ცენტრი"-ს დირექტორის პოზიციაზე. დაკავებული, მატერიალური სარგებლის
უკანონოდ მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი
სამედიცინო შემოწმების გარეშე, სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული
ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ რეცეპტებს". - წერს
უწყება.
უწყების
ცნობითვე, ბრალდებული რეცეპტის გასაღების ფაქტზე
დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3
და 268-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და
ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.