შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დიდი ოდენობით ყალბი ფულის
გასაღების ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
მარნეულის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის
გასაღების ფაქტზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ორი მოქალაქე – 1966 წელს
დაბადებული
ჯ.მ. და 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წითელი ხიდის საბაჟო გამშვები
პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში
გაასაღეს 7 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა.
სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები ნივთმტკიცების სახით
ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე
მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.