უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში დამალული იყო 619 აბი სუბუტექსი – შსს-მ 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში, შენიღბულად დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - "სუბუტექსის" 619 აბი.

ბრალდებული გ.ზ. სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სამალავიდან

მისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალების დაუფლებას ცდილობდა".
- ნათქვამია უწყების განცხადებაში.


მათივე ცნობით, "სუბუტექსის" 619 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260 -ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვის მცდელობას გულისხმობს.

წყარო: ტაბულა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები