საქართველოს პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს
უკანონოდ შენახვის, გავრცელების
და სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტებზე უცხო ქვეყნის
მოქალაქეს ბრალდება წარედგინა.
უწყება მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების
მოთოვნით, სასამართლოს მიმართავს.
"შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის
მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა პირადი
ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით, დაზარალებული
აიძულა მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სოციალური ქსელის
გამოყენებით, დაზარალებულის ოჯახის წევრებს და მეგობრებს,
დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია
გაუგზავნა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი
ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარების იძულება) და 157 პრიმა
მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა
და გავრცელება) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7
წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.