შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1984
წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.გ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.გ.-მ
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 1976 წელს
დაბადებულ ვ.ქ.-ს ფერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია
მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ლ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის
ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო" - წერია
შსს-ს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.