შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ჩადენილ დიდი
ოდენობით ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა
დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი – 1975 წელს
დაბადებული დ.კ., 1986 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1997 წელს დაბადებული
ჯ.პ. დააკავეს.
უწყება ამბობს, რომ მათ ფოთში ერთ-ერთი ბენზინგასამართი ობიექტიდან 25
ტონამდე საწვავი მოიპარეს:
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც
სხვადასხვა დროს დასაქმებულები იყვნენ ფოთში მდებარე ერთ-ერთ
ბენზინგასამართ ობიექტზე, ამავე ბენზინგასამართი სადგურიდან,
ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ
47 496 ლარის ღირებულების 25 ტონამდე საწვავს“.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.