საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული
სამმართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად ერთი პირი დააკავეს.
როგორც უწყება იტყობინება, დაკავებულია ქურდობის ბრალდებით ძებნილი,
2001 წელს
დაბადებული ა.ა.
მსჯავრდებული ა.ა. მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ 2024
წლიდან იძებნებოდა. სამართალდამცველებმა მისი დაკავება თბილისში,
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად
შეძლეს.
დაკავებული პირი უკვე გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში.