სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია
ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელი სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს ჩაინიშნა.
"ჩხრეკის შედეგად ამოღებული არ არის თანხა"
– ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი
ადვოკატის თქმით, ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს და თვლის,
რომ
არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.
პროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მუხლი 9-დან 12 წლამდე
პატიმრობას ითვალისწინებს.