მარნეულში ავტომობილის დაწვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს.
როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით , რაც ნივთის დაზიანებას
ან განადგურებას გულისხმობს და 181-ე მუხლის
მეორე ნაწილით, რაც
გამოძალვას ეხება, მიმდინარეობს.
მარნეულში ადგილობრივს ავტომობილი 22 ოქტომბერს დაუწვეს.
არსებული ინფორმაციით, "კრიმინალური სამყაროს" წევრებმა ავტომობილის
მფლობელისგან 50 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოითხოვეს, უარის მიღების
შემდეგ, მისი ავტომობილი დაწვეს.