შსს-მ ბათუმის პორტში დიდ ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო და უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შემოსული სატვირთო ავტომობილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, მათ შორის, 1 კილოგრამი და 167 გრამი კოკაინი, 2 000 აბზე მეტი მდმა, 2 კილოგრამი მდმას კრისტალები, 2 კილოგრამამდე კლეფერდრონი, 1 კილოგრამი კეტამინი და ნარკოტიკული საშუალება ლსდ-ს შემცველი მუყაოს ფირფიტები.

უწუების ცნობით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. დ

ანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი, სასაზღვრო გამშვები პუნქტის "ბათუმის პორტის" ტერიტორიაზე ბულგარეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერებები სამართალდამცველებმა სპეციალური სკანერის საშუალებით, სატვირთოს მისაბმელის შემოწმების შედეგად, ცეცხლმაქრში აღმოაჩინეს.
სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები აღნიშნულ ნარკოდანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.



უწყების ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.
წყარო: ტაბულა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები