შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის,
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო
სვანეთის, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა,
სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე,
საბრძოლო მასალა ამოიღეს და 9 პირი დააკავეს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა
-
ტარებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის
ფაქტებზე დაკავებული არიან: 2000 წელს დაბადებული დ.ხ.; 1987 წელს
დაბადებული ო.მ.; 1985 წელს ნ. მ., 2004 წელს დაბადებული მ.ტ., 1995
წელს დაბადებული ო.ო., წარსულში ნასამართლევები: 1983 წელს დაბადებული
დ.ქ., 1990 წელს დაბადებული ვ.ხ., 1976 წელს დაბადებული ნ.გ. და უცხო
ქვეყნის მოქალაქე: 1986 წელს დაბადებული ო.ა.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, ავტომობილების და
საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს -
სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის პისტოლეტები,
მჭიდები და საბრძოლო ვაზნები.
ერთ-ერთი ბრალდებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული
საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 239-ე და 260-ე მუხლებით
მიმდინარეობს.